Montag, 5. Dezember 2011

ჯერემი ბენტჰამი: რაციონალური არგუმენტი ომის წინააღმდეგ




















ომის მიზეზები
• ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები
• დემოკრატიის დეფიციტი: კონტროლის მექანიზმების არარსებობა


უფლება კანონის შედეგია და არ არსებობს ბუნებითი უფლებები (იუს ნატურალე).

როგორ მოდის შესაბამისობაში ერთმანეთთან ჯერემი ბენთჰამის წარმოდგენები ადამინის ბუნებასთან, ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით ამავე საკითხზე არსებულ ლიბერალურ მსოფლმხედველობასთან?

წინაპირობა: ხალგრძლივი მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოს შედეგია. ბენთჰამი უარს ამბობს ყველანაირ იძულების მექანიზმებსა თუ უსაფრთხოების სისტემებზე.

კითხვა:როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილებების ინსტიტუციონალიზაცია, ასე ვთქვათ, მისი იმპლემეტაცია საზოგადოების შიგნით?

სავარაუდო პასუხი: ბენტჰამის დაშვება, რომ ადამიანი რაციონალური არსებაა, ავტომატურად განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას.

რაციონალური არგუმენტი: ომი არის უგუნურება. კოლონიები არაფრის მომტანი და არამომგებიანია. კოლონიების დათმობა იწვევს არმიის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ომის შესაძლებლობებს.

მაინც რა ფუნქცია აქვს საერთაშორისო სასამართლოს? უნდა არსებობდეს ნეიტრალური საერთაშორისო ინსტიტუცია (საერთაშორისო სასამართლო), რომელიც იტყვის, არის თუ არა ლეგიტიმური კონფლიქტის მხარეთა პრეტენზიები, რადგან ეს საჭიროა bona fide ომების ექსტერნალიზაციისათვის.

სხვა პირობები მშვიდობისა არის, ერთის მხრივ, შიდასაზოგადოებრივი გამჭვირვალობა,(მაგალითად, საზოგადოებრივი აზრის ტრიბუნალი, რაც მთავრობასა და მათ გეგმებზე საზოგადოებრივ კონტროლს ნიშნავს), რომელიც გამორიცხავს დემოკრატიის დეფიციტს და, მეორეს მხრივ, ადამიანების რაციონალური განსჯა, რომ ომი (განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების პირობებში)დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც პოლიტიკოსების ბოროტი განზრახვების განხორციელების შესაძლებლობებს ამცირებს. ეს პირობები მიმართულია mala fide ომების ექსტერნალიზაციისაკენ.


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen