,,ისინი საკუთარ თავს, ეკლესიასა და სამშობლოს ებრძვიან... ისინი არ არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები...,,
სტიგმატიზირების პრიმიტიულ, მაგრამ სრულიად გააზრებულ, შემთხვევასთან გვაქვს საქმე... ამით ისინი ორი რამის გაკეთებას ცდილობენ:
1. სანქცია: ცდილობენ ჯვარზე გააკრას ისინი, რომელთაც ტექსტს ხელი მოაწერეს. სტიგმატიზაცია = ეკლესიის პოზიცია, რომ ისინი არ არიან საზოგადოების წევრები, არიან სამშობლოსა და ეკლესიის მტრები + ეკლესიის პოზიციის პოლიტიკური თარგმანი (ან კოპირება) პოლიტიკური სუბიექტების მიერ + საზოგადოებრივი დისკურსი: საჯარო დისკუსიაში ამ პოზიციის რუპორიზაცია, რომ ისინი (ხელმომწერები)არასრულფასოვ
ანი ადამიანები არიან (გადაცემა ,,აქცენტები,,) + მოწოდებები სათანადო ქმედებებისაკენ: პოლიტიკური სუბიექტების სურვილი, ხელისმომწერთა ვინაობის გამოაშკარავებისა - მათი ,,გაშავების,, მიზნით და სასულიერო პირების მოწოდებები მრევლისადმი, ხელის მომწერთა, მინიმუმ, იგნორირებისა და მარგინალიზებისაკენ (მაგ. ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის ქადაგება).
2. სანქციის პრევეციული ეფექტი: მათი გათვლით, ამ სანქციას (სტიგმატიზაცია, გნებავთ, ,,ჯვარზე გასმა,,) მომავალში პრევენციული ეფექტი უნდა ქონდეს ანუ ეს განცხადება ერთგვარ გამაფრთხილებელ უწყებას წარმოადგენს მათთვის, ვისაც ჯერ არ გასჩენია მსგავსი კითხვების დასმისა და მსგავსი ტექსტების წერის სურვილი... ან/და გასჩენია, მაგრამ სურვილებისა და აზრის გამოხატვის ფორმები ჯერ ვერ მოუნახავს...

Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen